Radiohead-ის ყველაზე ცნობილი კომპოზიციის სოლო აკუსტიკური ვერსია, განახლებული სახელწოდებით – ‘Creep Very’, ტოკიოს მოდის კვირეულზე UNDERCOVER-ის ჩვენებას ფონად გაუყვა. დიზაინერის ბოლო კოლექციაში, რომელიც ანიმე Neon Genesis Evangelion-ს გვაგონებს, ტომ იორკის რემიქსი ქალის ტანისამოსის ჩვენებისას 7:30 წუთზე გაისმა.