გვიანდელ 80-იანებსა და ადრეულ 90-იანებში, მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი Acid House-მა შეიპყრო, და, იმავდროულად, ნოტების ბნელ ტონალობებში, პოსტ-პანკურ ეპოქაში Joy Division-ის, Bauhaus-ისა და The Cure-ის მუსიკით ჩაიძირა, კლუბებში, პირატულ რადიოსა და ბლუზ წვეულებებზე Street Soul დაიბადა.

რეგითა და ჰიპ-ჰოპით ინსპირირებული ბასი და დრამები, მინიმალისტური, ნედლი და დაუმუშავებელი ხმები, და ტკბილი ვოკალი საკმაოდ პატარა სცენაზე პროგრესირდა Street Soul-ად. მიუხედავად ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქისა და სიმშვიდისა, Street Soul თვით-იდენტიფიკაციისთვის იბრძოდა. DIY მიგნებით გამოხატული პროტესტი კი, გამორჩეული დრამის ხელწერაში, ვეებერთელა ბეისლაინებში, და დაუმუშავებელ, ცოცხალ მელოდიაში ვლინდებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *