For English version scroll down.
აქტუალური მუსიკის ფესტივალი, იგივე Close Encounters, 27 ივნისს 7 საათზე Lenø Records-ში დაიწყო. თარიღი სიმბოლურად მიხეილ შუღლიაშვილის 80 წლის იუბილეს დაემთხვევა.
თავდაპირველად Lenø Records-ის ინტერიერი პანდემიის პერიოდში ჩატარებული მრავალი ონლაინ კონცერტით ვიხილე, თუმცა ფიზიკურმა დასწრებამ სივრცე სულ სხვა თვალით დამანახა. ქალაქის ცენტრისგან მოშორებული ქვეყნის ყველაზე დიდი და გამართული ჩამწერი სტუდია გიორგი (გვაჯი) გვარჯალაძის ხელმძღვანელობით დღეს აქტიურად მუშაობს.
შენობის მთავარ ოთახში წარმოდგენილ ღონისძიებას მცირე აუდიტორია დაესწრო, რამაც ისედაც არსებული მყუდრო გარემო, უფრო ინტიმური გახადა. ლოკალურ რეალობასთან შედარებით, უფრო მეტად არასტანდარტულ კონცერტზე დამსწრე საზოგადოების უმეტესობას საშუალო ასაკის მსმენელი შეადგენდა, რამაც ჩემი გაკვირვება და სიხარული გამოიწვია.
აქტუალური მუსიკის ფესტივალის პირველი გამომსვლელი ქრისტიან მიულერი იყო. შვეიცარიელი მუსიკოსის კომპოზიციამ აუდიტორია მიმდინარე საღამოსთვის შეამზადა. ვფიქრობ, გამომსვლელების თანმიმდევრობა ზუსტად იყო დალაგებული, რათა ღონისძიებას, კორონა ვირუსის რეგულაციებიდან გამომდინარე არსებული ფიზიკური დისკომპორტის მიუხედავად, დაღლის გარეშე, საინტერესოდ ჩაევლო.
ჩვენს წინაშე 12 ან 1 როიალისა და ფირისათვის განკუთვნილი მიხეილ შუღლიაშვლის „მულტიპლიკაცია“, რომელიც Lenø Records-ში 12 დინამიკის ინსტალაციისთვის მომზადდა, სულ მალე პირველად გაჟღერდებოდა.
„ჩანაფიქრის სიცხადისა და სიმარტივით, თამამად განხორციელებული მუსიკა“. – რეზო კიკნაძე
კომპოზიციის მოსმენისას ვუკვირდები ჩემს განცდებს და ვხვდები, მუსიკამ სივრცე და მსმენელი ბოლომდე მოიცვა. შესაძლოა, ეს აქამდე არსებული დიდი მოლოდინითაა განპირობებული, ან იმით, რომ წარმოდგენილ კომპოზიციას მაინც ქართული კონტექსტი გასდევს, თუმცა მისი გაჟღერებით, აქტუალური მუსიკის ფესტივალის სათაური ნამდვილად გამართლდა. შუღლიაშვილის მუსიკა სურვილს მიჩენს, იმდროინდელ გარემოსა და პერიოდზე უფრო მეტი გავიგო. ასევე, დამაინტერესა, რა დიალოგი შედგა დღევანდელობაში მისი კომპოზიციის გარჩევისას. კონცერტის მიმდინარეობისას ვცდილობ, ნოტების მონაცვლეობა გავშიფრო და მისი აზროვნების სისტემა ცხადად დავინახო, მოგვიანებით კი ვიგებ, რომ ჩემი სურვილის მსგავსად, მუსიკის სტუდენტი – ანა ვაშაყმაძე გაჟღერებული ნოტების ჩაწერასაც კი ცდილობდა. აღმაფრთოვანებელი იყო „მულტიპლიკაციის“ დასასრული, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაკარგულადაც კი ითვლებოდა:
„ამის მიზეზი მამაჩემის წერის მეთოდი იყო, სადაც ის წინასწარ ხაზავდა ტაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა მათი ნოტებით შევსებას. რამდენიმე თვის წინ თამრიკო კორძაიამ ერთ-ერთ რადიო ინტერვიუში მიამიტურად თქვა, სულ მოველი იქნებ „მულტიპლიკაცია“ სავარძლის ქვეშ იდოს და ახლა გამოჩნდესო. ამის მოსმენის შემდეგ პარტიტურას კიდევ ერთხელ ჩავხედე და მივხვდი, სინამდვილეში სავარძელი თვალებზე მქონია აფარებული, რადგან კომპოზიციას დაუსრულებლობის არაფერი ეტყობოდა“. – დავით შუღლიაშვილი
რეზო კიკნაძემ „მულტიპლიკაციის“ სტრუქტურა James Tenney – For Ann (rising)-ს დაუკავშირა: – თუ For Ann (rising)-ის შემთხვევაში ქრომატიული ზედა სვლა გვაქვს, შუღლიაშვილის კომპოზიცია საპირისპიროდ, ქვედა სვლით ვითარდება.
საღამო კეთი ვან ეკის პერფორმანსით – „Cheering for Others Makes You a Leader“, გაგრძელდა. აუდიტორიასთან თამრიკო კორძაიას უშუალო კომუნიკაციამ შეძლო, დამსწრე საზოგადოება შემდეგი გამოსვლისათვის სათანადოდ მოემზადებინა. პერფორმანსში გაერთიანებული იყო ხმა, ქორეოგრაფია და მუსიკალური ელემენტები, სადაც ხალხის ჩართულობა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. გამოყენებული ტაშის დაკვრის ხმა ხალხში დაბნეულობას იწვევდა, რადგან უკვე ვეღარ გაგვეგო, ჩვენი, როგორც ტაშის დამკვრელის როლი, რეალურად როდის დგებოდა.
პერფორმანსმა ჩემი ბავშვობის დროინდელი მოგონება გამახსენა, როცა სკოლიდან თეატრში ექსკურსიიდან წასულ მოსწავლეებს სპექტაკლის მსვლელობისას აუდიტორიის ნაწილში გაჟღერებული ტაშის ფონოგრამა დაგვხვდა. ზუსტად დღესაც ვერ ვხვდები ამის მიზეზი რა უნდა ყოფილიყო, თუმცა მახსოვს ეს ჩემმა მასწავლებელმა ამ კულტურის უცოდინრობას დააბრალა. ბრჭყვიალა პომპომებით შეკაზმული გამომსვლელი ფესტივალს საინტერესო კომპონენტს მატებდა. ქეთი ვან ეიკის გამოსვლა შესაძლოა დამსწრე საზოგადოებისთვის მეტწილად გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც სახალისო და მოულოდნელი აღმოჩნდა.
კონცერტი მარიამ ღვინიაშვილის მუსიკით – Allotropy (2020), გაგრძელდა. წარმოდგენილი მუსიკოსი ძირითადად სემპლებით მუშაობს, სადაც მისი პროცესისთვის სხვადასხვა ფაქტურისა და სტრუქტურის ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. მან დღევანდელი საღამოსთვის “Allotropy” არსებული ტექნიკური აღჭურვილობისთვის – 12 არხისთვის გადააკეთა. მუსიკამ სივრცე დრამატულად შეავსო და მოახერხა, წინა მონაწილეების ჩრდილში არ დარჩენილიყო.
დღე რეზო კიკნაძის გამოსვლით დასრულდა. პირველად ვნახე ცოცხლად მისი ინსტრუმენტის – საქსაფონის, ამგვარი გამოყენება, რაც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, თან დართული თითქოს გამჭოლი ხმები უკვე ზედმეტი იყო, ზოგი დამატებითი ელექტრონული ბგერები მის მუსიკას უფრო მელოდიურს ხდიდა. მქონდა სურვილი, მხოლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობები მომესმინა, სადაც რეზო კიკნაძის ოსტატობით გამოყენებული საქსაფონი ფიზიკური გამოყენების გარეშეც კი მუსიკას ქმნიდა.
აქტუალური მუსიკის ფესტივალის – Close Encounter-ის პირველმა დღემ წარმატებულად ჩაიარა. სრულად განსხვავებულმა ხუთმა მონაწილემ ერთმანეთის გამოსვლა კარგად შეავსო და საღამო უფრო მრავალფეროვანი გახადა.
Close Encounters აქტუალური მუსიკის ფესტივალი – დღე I – მულტიპლიკაცია:
Festival Für Aktuelle Musik, also known as Close Encounters, kicked off at Lenø Records on June 27 at 7 p.m. The space away from the city center is the largest and most efficient recording studio in the country, which is actively working under the leadership of Giorgi (Gvaji) Gvarjaladze.
At first, I saw the interior of Lenø Records with its many online concerts during the pandemic, but with the physical presence the space felt completely different. The event in the main room of the building was attended by a small audience, which made the cozy atmosphere even more intimate. The colorful lighting, which was used to decorate the musical evening was not irritating, but rather, the changing colors even felt nice. Compared to our local reality, the majority of the audience attending this somewhat non-standard concert consisted of middle-aged listeners, which made me happily surprised.
The evening started with a small speech by Tamriko Kordzaia, the organizer and participant of Close Encounters Festival. She reminded the audience of the symbolic date of the opening night of the event, and said that it coincides with the 80th anniversary of Mikheil Shughliashvili. The “Multiplication”, which is an installation for the avant-garde musician’s 12 grand pianos and tape, will soon be heard for the first time in front of the live audience.
The first performer of the festival was Christian Müller. The composition of the Swiss musician prepared the audience for the current evening. I think, the order of participants was precisely arranged to make the event interesting, without any tiring and physical discomfort due to the coronavirus regulations.
Before listening to Mikheil Shughliashvili’s composition, Tamriko Kordzaia and Rezo Kiknadze addressed the audience. According to them, this was going to be the very first attempt to perform this piece. And now, one of its versions, that was prepared for 12 speakers, would be heard before us today. While listening to the previously lost “Multiplication”, I observe my feelings and realize that the music has filled the space and the listener to the end. Maybe it is due to my high expectations, or the fact, that the presented composition has a special Georgian context, but its sound completely justified the title of the Festival Für Aktuelle Musik for me. Shughliashvili’s music makes me want to find out more about his environment and the period itself. I was also interested in what dialogue took place today while deciphering his composition. While listening to it, I tried to envision the structure of notes and understand his way of thinking. Later, my friend and a music student – Ana Vashakmadze told me, that during the concert, she even tried to record it in notes. The ending of the piece was really compelling and stimulating as well.
After the concert had ended, I talked to Davit Shughliashvili, where he told me about the rediscovery of the great “Multiplication”:
“After the death of my father, his scores were catalogued by his friend – Temur Bakuradze. Among them can be seen a lot of unfinished works; “Multiplication” also had such a comment written on it. The reason for this was my father’s method of writing, where he pre-marked the bars and only then began to fill it in with notes. A few months ago, Tamriko Kordzaia naively said in one of the radio interviews, that she hoped “Multiplication” was hidden under a couch, and that maybe somehow, they would still find it. After listening to this, I looked at the score again and realized, that the couch was actually in front of my eyes, because after careful examination, the composition did not seem to lack anything. “
At the end, Rezo Kiknadze made an accurate comment about Mikheil Shughliashvili’s composition: “Boldly performed music, executed with simplicity and clarity of thought.” He also compared it to James Tenney – For Ann (rising) (1969). At the end of the event, musician and CES founder Nastia (sTia) Sartania noted that the piece of this quality and level is a general rarity.
The evening continued with a performance by Katie Van Eck – “Cheering for Others Makes You a Leader”. Tamriko Kordzaia’s direct communication with the audience was able to properly prepare them for the next bold participant. The performance combined sound, choreography and musical elements, where the involvement of the concert-goers was the vital part. The sound of applause used in this number caused confusion among us, as we could no longer understand when we were supposed to applaud. The performance reminded me of one of my memories from childhood, when my classmates and I attended a theater play from school. After it had ended, we suddenly heard recorded applause sounds coming from the auditorium. Even today, I do not understand what was the reason behind it, but I remember my teacher blaming it on a lack of culture of attendees in our local community.
Katie Van Eck’s performance with glittering pompoms added an interesting component to the festival. Her piece might not have been understood completely by the attending public, but to say the least, it turned out to be fun and unexpected for them.
The concert continued with the piece by Mariam Ghviniashvili – Allotropy (2020). Rezo Kiknadze informed us that the musician works mainly with samples, and is interested in the relationship of different textures and structures. She modified “Allotropy” for the existing technical equipment – 12 speakers, for the tonight’s event. Her music filled the space dramatically and actually managed not to remain in the shadow of the previous participants.
The first day of Close Encounters music Festival ended with the performance of Rezo Kiknadze. It was for the first time, that I saw a completely different use of his instrument – saxophone, in live, which was highly impressive for me. While I think the accompanying piercing sounds were somewhat unnecessary, some additional electronic tones made his music more melodic. In this moment, I only wanted to listen to the possibilities of the instrument itself, where the saxophone used by Rezo Kiknadze even created music without it physically making a sound.
The first day of the Festival Für Aktuelle Musik – Close Encounter was a success. The five participants’ completely different performances were very much cohesive, and made the evening as well as the 15-year-old festival, even more diverse.