ქართული პოსტ-პანკ დუეტი, Eko და Vinda Folio ახალ ალბომზე მუშაობს. ეს დუეტისთვის რიგით მეორე ალბომი იქნება, 2019 წელს გამოშვებული „თერაპია“-ს შემდეგ, რომელიც ფრანგულ ლეიბლზე, Talitres გამოვიდა.
„ახალი ალბომისთვის დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ვემზადებით. უკვე დიდი დრო გავიდა წინა ალბომის გამოშვებიდან – ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ინდივიდუალური პროექტებით ვიყავით დაკავებული. ალბომისთვის კომპოზიციების ჩაწერის პროცესი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა და ვფიქრობთ ჩვენი მსმენელიც უკვე მონატრებულია და ელოდება რაიმე ახალს. ამჟამად ალბომის ბოლო კომპოზიციების არანჟირებაზე, მიქსინგზე ვმუშაობთ თორნიკე გველესიანთან ერთად და ვფიქრობთ წლის ბოლომდე ჩვენი საბოლოო ნამუშევარიც იხილავს მზის სინათლეს.“
Eko და Vinda Folio უკვე 10 წელზე მეტია, რაც ქართული ახალი თაობის პოსტ-პანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური აქტია, მათი შემოქმედება ხალხმა კომპოზიციებით „რაც მამას უნდა“ „აგურით ხელში“ „თერაპია“ გაიცნო, თუმცა როგორც ამბობენ ახალ ალბომში მუსიკა უფრო კონცეპტუალური ხასიათისაა და ბოლო წლებში მათში მომხდარცვლილებებს ასახავს. დუეტი დაუღალავად აგრძელებს მუშაობას უახლეს მუსიკალურ ნამუშევრებზე, თაყვანისმცემლებს და მუსიკის მოყვარულებს ურჩევენ, თვალყური ადევნონ ალბომის პროგრესის განახლებებს, მათ შორის გამოსვლის თარიღს და შემოქმედებით პროცესს.