ტექნო მუსიკის პიონერი და ჟანრის განვითარებაზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა Sven Väth-ი, საკუთარი ლეიბლის, Cocoon Recordings-ის არსებობის მეორე ათწლეულს აღნიშნავს და ფაქტისადმი მიძღვნილ ახალ კომპილაციას “20 Years Cocoon Recordings” ავრცელებს.

15 თრექისგან შემდგარ კრებულში Josh Wink-ის, Solomun-ის, Tiga-ს, Roman Flügel-ის და სხვა ცნობილი შემსრულებლების სახელები მოხვდა, ხოლო მისი მოსმენა 19 თებერვლიდან გახდება შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *