ფრანგი პროდიუსერის, დიჯეისა და ხმის ინჟინერის Quentin Lepoutre-ის სადებიუტო ალბომი 30 აპრილს, Ed Banger Records-ზე გამოვა. (ინფორმაციას პარიზული ლეიბლის ხელმძღვანელი, Pedro Winter-ი თავად ავრცელებს)
14 თრექისგან შემდგარი LP სახელწოდებით “Born A Loser” Mac Demarco-სთან, Juan Wauters-თან და Bakar-თან კოლაბორაციულ ნამუშევრებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ბენდის Club Cheval-ის დატოვებისა და Ed Banger-ზე გადაბარგების შემდეგ მუსიკოსმა საკუთარ ანგარიშზე ორი სოლო EP, “All Inclusive” და “Superdiscoteca” მიითვალა.