ფრანგი მევიოლინე რენო კაპუსონი, ბრიტანელ დირიჟორ საიმონ რეტლთან კოლაბორაციაშია მის ახალ ალბომში – Elgar, რომელიც 2021 წლის, 5 მარტს გამოვიდა. კაპუსონი ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნოსტალგიურ სავიოლინო კონცერტს ასრულებს. ხოლო ელგარის სავიოლინო სონატას აკომპანიმენტს უკეთებს ბრიტანელი პიანისტი სტივ ჰაუ.

ეს პირველი კოლაბორაციაა კაპუსონისა და რეტლის. როგორც მევიოლინე ახასიათებს, ეს ნაწარმოები გამორჩეულია ელგარის რომანტიკული და ღირსეული ხასიათით. ამ კონცერტის პრემიერა ლონდონის სიმფონიური ორკესტრისა და ფრიც კრეისლერის შესრულებით, 1910 წელს შედგა. მომდევნო წელს, ელგარი გახდა ორკესტრის მთავარი დირიჟორი. სავიოლინო სონატის პრემიერა კი 1919 წელს იყო. კაპუსონი სონატას ახასიათებს, როგორც კეთილშობილებისა და სიკეთის ნაწარმოებს.

ალბომი გამორჩეულია კაპუსონის განსაკუთრებულად ელეგანტური და ალერსიანი შესრულების მანერით, რომელიც საინტერესოდ გამოხატავს კომპოზიტორის მუსიკალურ ჩანაფიქრს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *