ლანა დელ რეის ახალი ალბომის გამოშვება დაგეგმილია 19 მარტს, 2021. ალბომი ჩაწერილია ჰოლივუდში, Conway Recording-ის მიერ, Interscope Records და Polydor Records-ის ლეიბლით.  არტისტმა ინდი-პოპისა და ფოლკ-პოპის მიმართულებით წაიყვანა ეს ალბომი. დელ რეი კოლაბორაციაშია ინდი-პოპის არტისტებთან, Zella Day და Weyes Blood. ალბომს ნოსტალგიური ემოცია გასდევს, დელ რეის თბილი და ინტიმური სიმღერის მანერით.

მუსიკოსმა, თავის ინსტაგრამის გვერდზე, 10 იანვარს გამოაქვეყნა ალბომის დიზაინი, ხოლო მომდევნო დღეს ტრეკების ჩამონათვალი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მისი ფანებისგან.

16 კვირით დაგვიანებული ალბომი, პანდემიით გამოწვეული შეფერხებისგან, მსმენელს საინტერესო მოგზაურობას უმზადებს.

ალბომში 11 ტრეკია:

  1. White Dress

2. Chemtrails Over the Country Club

3. Tulsa Jesus Freak

4. Let me Love You Like a Woman

5. Wild at Heart

6. Dark but Just a Game

7. Not All Who Wander Are Lost

8. Yosemite

9. Breaking Up Slowly

10. Dance Till We Die

11. For Free

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *