მუსიკალური ვიდეოებისა და რეკლამების რეჟისორი, ემილი ნორენბერგისა და სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუსიკალური ანსამბლის, the Norwegian Chamber Orchestra-ს კოლაბორაციით, მოკლე-მეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა ბეთჰოვენზე და ვოგზე, ანუ წარსულსა და აწმყოზე.

“მე ყოველთვის პატივს ვცემდი ballroom-ის საზოგადოებას, რადგანაც ისე არავინ გასწავლის თვით-სიყვარულს, როგორც – ისინი.”, ამბობს ემილი, და ამატებს, რომ მათი გზავნილი ზუსტად იგივეა, რაც – ბეთჰოვენის -“ბეთჰოვენს ხშირად ტანჯულ, გარიყულ პიროვნებად ახასიათებდნენ, თუმცა, იმავდროულად, ჰუმანიტარად, რომელსაც სწამდა თანასწორობის და პიროვნული თავისუფლების.”

16 მმ-იანი კამერით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს გარეუბნებს მიუყვება, სადაც, მოცეკვავის თვითგამორკვევისას, დიდი კულტურა სუბკულტურას ხვდება.

“მისი ცხოვრებიდან შთაგონებითა და არსებული სოციალური კლიმატის გააზრებით, საბოლოოდ, მინდოდა რაღაც ისეთი შემექმნა, რაც გამორჩეულობას, განსაკუთრებულობას იზეიმებდა.”, ამბობს რეჟისორი, რომელმაც ამ პროექტზე კინემატოფრაფ ანდრეა იონასენთან ერთად იმუშავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *