ბლუზის ჟანრის ერთ-ერთი პირველი სტილი – ბუგი-ვუგი, 1870-იან წლებში აფრო-ამერიკელთა საზოგადოებაში გამოჩნდა. ის თავდაპირველად ადგილობრივი მომუშავეების მიერ მარშალისა და ჰარისონის ოლქებში, ტეხასის შტატში, დაიბადა, შემდეგ კი დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში, დუქნების მეშვეობით, გავრცელდა.

ბლუზი ტრადიციულად ემოციების გამომხატველი მუსიკაა, ხოლო პიანინოთი შესრულებული სწრაფი ტემპის იმპროვიზირებული ბუგი-ვუგი ცეკვასთან ასოცირდება. აღსანიშნავია, რომ ადრეული ჰიტის – Pinetop’s Boogie Woogie, ტექსტი მხოლოდ ცეკვის ინსტრუქციებითაა მოცული. ამ ჟანრის ოფიციალური ჩანაწერი 1923 წლის სინგლი The Rocks / Chopiano-ია, თუმცა ეს ტერმინი პირველად 1929 წლის ალბომში – Pine Top’s Boogie Woogie / Pine Top Blues, გვხვდება.

ენერგიული მუსიკალური სტილი დიდი დეპრესიის პერიოდში ფაქტობრივად გაქრა, თუმცა 1930-იან წლებში ისევ დაბრუნდა, ხოლო პოპულარობის პიკს მან 40-იან წლებში მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუგი-ვუგის მიმართ ინტერესი განელდა, მისი მუსიკალური ელემენტები მოგვიანებით ადრეულმა როკ-ენ-როლმა აითვისა.

A Mississippi juke joint in 1939. Photo: Courtesy Library of Congress

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *