ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს კინომუსიკა. კარგი, ანდაც ცუდი ფილმის ყურებისას ბევრჯერ გვქონია მომენტი, როცა წამით დავფიქრებულვართ, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკის როლი ფილმში. 1999 წელი გარდამავალი იყო მუსიკის ინდუსტრიაში. ბევრი საინტერესო ალბომი გამოიცა და ბევრმა ჩვენთვის საყვარელმა, თუ უბრალოდ ცნობილმა არტისტმა, არაერთი საინტერესო პროექტი შექმნა. ამ წელს დავიბადე, ამიტომ არ ვიცი როგორ განვიცადე ერთი ათასწლეულიდან მეორეში გადასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ფაქტი არტისტებში წარსულის ნოსტალგიასა და სიახლის მოლოდინს აერთიანებდა.

1999 წელი კინოს ინდუსტრიაშიც ერთ-ერთი განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა. ამ წელს კინოყვარულებმა მიიღეს სხვადასხვა ჟანრის ბევრი შედევრი, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კინო-ინდუსტრიაში. ეს წელი გამორჩეულია კინომუსიკისთვისაც. ასეთი პროდუქტიული და ინოვაციური წელი კინომუსიკაში მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ შეიძლება აღმოჩნდეს. 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი სელექცია, რომელიც, ჩემი აზრით, მოიცავს 1999 წლის 10 გამორჩეულ კინომუსიკის შედევრს.

1) Star Wars and The Phantom Menace – Trip to Naboo Temple and the Audience with Boss – by John Williams

2) Matrix – Main Title – Trinity Infinity – by Don Davis

3) Eyes Wide Shut – Masked Ball – by Jocelyn Pook

4) The Talented Mr. Ripley – Crazy Tom – by Gabriel Yared

5) The Mummy – Soundtrack – by Jerry Goldsmith

6) The Sixth Sense – Malcolm’s Dead – by James Newton Howard

 7) The Red Violin – Anna’s Theme – by John Corigliano

8) American Beauty – Soundtrack – by Thomas Newman

9) The Notting Hill – She – by Elvis Costello

10) Toy Story 2 – You’ve Got a Friend in Me – by Randy Newman

ამ სელექციის ყველა ტრეკი თავისებურად გამორჩეულია და მნიშვნელოვანი ახალი სიტყვაა კინომუსიკაში. პირველი ტრეკი არის “ვარსკვლავური ომების” პირველი ეპიზოდის საუნდტრეკი. ჯონ უილიამსის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე კინომუსიკაა, განსაკუთრებით, “ვარსკვლავური ომების” ყველასათვის ცნობილი მუსიკა. მისი შემოქმედება კარგი მაგალითია, თუ როგორ აგრძელებს მუსიკა უკვდავ ცხოვრებას მისი თავდაპირველი დანიშნულების საზღვრებს გარეთაც.

შემდეგი გამორჩეული შემოქმედება არის “მატრიცა,” რომელიც რიგით პირველი ფილმია მატრიცის შესახებ ფილმების სერიიდან. როგორც კინემატოგრაფიული შემოქმედება ის ყოველთვის დარჩება ცალკე მდგომ ერთეულად. ამ ფილმის სიდიადეში დიდი როლი უჭირავს მუსიკას. ფილმის კომპოზიტორმა, დონ დავისმა, შექმნა უნიკალური მუსიკალური სამყარო, რომელსაც მსმენელი გადაჰყავს ფილმის ფანტასტიკურ განზომილებაში.  

“ფართოდ დახუჭული თვალები” სტენლი კუბრიკის ცნობილი შემოქმედებაა, რომელიც დღემდე განხილვის ცენტრშია, როგორ პროფესიონალურ სამყაროში, ასევე კინომოყვარულთათვის. ფილმის მუსიკა აბსოლუტურად ნუსხავს მაყურებელს, და უკვე საოცრად მისტიკურ და დამაბნეველ სიუჟეტს კიდევ უფრო აძლიერებს. 

რენდი ნიუმენის “You’ve Got a Friend in Me,” რომელიც “Toy Story 2”-ს უსაყვარლეს ეპიზოდს გვახსენებს. ამ შემთხვევაშიც, სიმღერა ფილმისგან დამოუკიდებლადაც არსებობს და ახარებს მსმენელის ყურს.

ამ წლის ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრეკია ელვის კოსტელოს სიმღერა “She” ფილმიდან “Notting Hill”.

1999 წელს კიდევ ერთი გამორჩეული კინოკლასიკა მიიღო მაყურებელმა “The Sixth Sense” ამერიკული ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელიც ჯეიმზ ჰოვარდის მუსიკის გარეშე ვერ იარსებებდა. 

ამ სელექციის ყველა ტრეკს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ფილმების წარმატებაში. ყველა ფილმი გამორჩეულია თავის ჟანრში და დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კინო-ინდუსტრიაში. ხოლო ამ ფილმების საუნდტრეკები და სხვადასხვა კომპოზიციები კინოს სამყაროს საზღვრებს გარეთაც წარმატებული და მნიშნელოვანი მუსიკალური ნამუშევრებია. ჩემი აზრით, ეს სელექცია კარგი მაგალითია, თუ როგორ აგრძელებს მუსიკა თავის ისტორიას მისი თავდაპირველი დანიშნულების მიღმა. 1999 წელი კი მაყურებლებსა და მსმენელს ანებივრებს, როგორც უნიკალური კინემატოგრაფიული შემოქმედებით, ასევე მუსიკალური ნამუშევრებითაც. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *