ინდონეზიური სახალხო მუსიკალური ჟანრი “დანგდუტი” (რომლის საწყისები მალაიზიურ, ინდურ და არაბულ მუსიკაში გვხვდება) 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანების დასაწყისში, კუნძულ იავაზე, მუსლიმი ახალგაზრდების მიერ შეიქმნა.
1975 წლისთვის აფსოლუტურად ყველა ინდონეზიური მუსიკალური ჩანაწერის 75% სწორედ დანგდუტის ჟანრში იქმნებოდა, გამოიყენებოდა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში, კუნძულ იავასა და მსხვილ ქალაქებში ეწყობოდა სპეციალური საკონცერტო სივრცეები, რომლებზეც დანგდუტ-წარმოდგენები კვირაში რამდენჯერმე იმართებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით ჟანრი 1990-იან წლებში ინდონეზიაში, მალაიზიასა და ფილიპინების სამხრეთის ნაწილში სარგებლობდა.
დანგდუტის შემსრულებელთა ჟგუფი, ძირითადად ვოკალისტისა და 4-8 ადამიანისგან შემდგარ კოლექტივს წარმოადგენდა, რომლებიც ძითიდად ნაციონალურ ინსტუმენტებს: ტაბლას (იგივე გენდანგს) და მანდოლინუს, ასევე ფლეიტას, გიტარასა და სინთეზატორს იყენებდნენ.
თანამედროვე დანგდუტში ახლო-აღმოსავლური პოპ-მუსიკის ტრადიციებიც შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრის პოპულარობა ნელ-ნელა მცირდება, იგი მაინც ინარჩუნებს ინდონეზიური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარის სტატუსს.