ზუკა სიმონიშვილის, იგივე Zuka-ს, ახალი EP 7 აპრილს გამოიცა ლენო რექორდზე.

მუსიკოსმა ალბომზე მუშაობა, დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიწყო. არტისტმა ტრეკები სახლში ჩაწერა.

ალბომი გამოირჩევა მუსიკოსის ძალიან თბილი, ემოციური ენით და საინტერესო და მრავალფეროვანი ჟღერადობებით.

EP შედგება 6 ტრეკისგან:

  1. Lullaby – როგორც არტისტმა თავად აღნიშნა, ამ კომპოზიციის შექმნა მისი მეგობრის უძილობას უკავშირდება.
  2. Bet, How, When – ამ კომპოზიციის ინსპირაცია ლ.ვ. ბეთჰოვენის მერვე საფორტეპიანო სონატაა.
  3. Little Piece
  4. Second Little Piece
  5. There’s Is A War Outside – ამ კომპოზიციით მუსიკოსს უნდოდა, ხაზი გაესვა ადამიანების ინდიფერენტული დამოკიდებულებისადმი ომსა და ძალადობაზე.
  6. See You Soon – ბოლო ტრეკით არტისტი მსმენელს არ ემშვიდობება და მიანიშნებს, რომ სულ მალე ახალი პროექტებით წარსდგება მათ წინაშე.

ალბომის მოსმენა და შეძენა შეგიძლიათ, როგორც Bandcamp-ის პლატფორმაზე, ასევე Apple Music-სა და Spotify-ზე.

არტისტმა თავად იმუშავა ალბომის გარეკანზე, და ტრეკის – “There’s Is A War Outside” – ვიდეო-ვერსიაზეც.

მუსიკოსის YouTube-ის არხზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ მისი ახალი კომპოზიცია, რომელიც ამართლებს EP-ის ბოლო ტრეკის სახელს. არტისტი აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას და ჰქმნის ახალ კომპოზიციებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *