ამერიკელმა რეპერმა Mach-Hommy 2021 წლის დასასრულს ახალი თვითგამოცემული ალბომი „Balens Cho“ გამოაქვეყნა.

25 წუთიანი ალბომი 13 ტრეკისგან შედგება, სადაც შევხვდებით Tha God Fahim და AA Rashid-თან კოლაბორაციებს. Balens Cho კრეოლზე „ცხელ სანთელს“ ნიშნავს, იგი მსმენელს Mach-Hommy-ს პერსპექტივიდან დანახულ ჰაიტიში ამოგზაურებს.

მოუსმინეთ ალბომს:

Mach-Hommy ამერიკელი რეპერია ნიუ ჯერსიდან, რომლის სავარაუდო ასაკი 20-30 წელია. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან იგი აუდიტორიის წინაშე სახეს იფარავს და დღემდე ანონიმურობას ინარჩუნებს.

Mach-მა განსაკუთრებული პოპულარობა ამავე წელს გამოცემული ალბომის „Pray for Haiti“-ის შემდეგ მოიპოვა, რომელმაც Drake-ის განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა. ალბომის კურატორი და აღმასრულებელი პროდიუსერი რეპერი Westside Gunn-ია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში Mach-Hommy-სთან პირველი შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

როდესაც Machს-ს პირველად შევხვდი არც კი ვიცოდი გარითმვა თუ შეეძლო, როდესაც მას მოვუსმინე ვიფიქრე „ის ხომ საოცარია“. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს… ჯადოსნურია ის, რისი გაკეთებაც ორივეს ერთად შეგვიძლია. ისეთი, როგორსაც სიტყვებით ვერ ახსნი.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *