შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი, თამრიკო კორძაია მისთვის რიგით მეორე სოლო ალბომს აქვეყნებს, სადაც იგი თანამედროვე ავსტრიელი კომპოზიტორის, კლაუს ლანგის 90 წუთიან ნამუშევარს ასრულებს. რელიზი CD-ის სახით შვეიცარულ ლეიბლზე, Domizil გამოვიდა, რომელიც 1996 წლიდან აქტიურად ფარავს ექსპერიმენტული თუ ალგორითმული მუსიკის საზღვრებს.
ნაწარმოები “sieben sonnengesichter“ 7 სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, რომლებიც 9-დან 18 წუთამდე გრძელდება, თითოეული ნაწილი კი ყოველთვის ბაზისური ტონალური სტრუქტურიდან იწყება. ნაწარმოების ძირითადი იდეა ისაა რომ, როგორც ვიზუალურ ნიმუშს შეგიძლია სხვადასხვა მხრიდან შეხედო, აღნიშნულ ნამუშევარსაც სხვადასხვა პერსპექტივიდან შეგიძლია მოუსმინო.
კომპოზიციის შვიდივე ნაწილი სრულიად განსხვავებული თანმიმდევრობით შეიძლება შესრულდეს და მისი მშვიდი, ინტროვერტული ჟღერადობის გამო, თითქმის ინსტალაციური ხასიათი აქვს. დასაწყისიდანვე მსმენელში ძალიან მცირე ინტერესი ჩნდება იმ ინსტრუმენტის მიმართ, რომელიც ხმოვანებას წარმოშობს.
თამრიკო კორძაია 90-იანი წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ მისი შემოქმედება კიდევ უფრო მეტად დაკავშირდა თანამედროვე მუსიკასთან – შედეგად იგი 2005 წლიდან აქტუალური მუსიკის ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია.