25 დეკემბერს დრამ ენ ბეის ლეიბლის A-Ko Recordings-ის შესახებ დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი “AKO Beatz…25 Years In The Jungle” გამოვა. A-Ko Recordings 1996 წელს DJ Stretch-მა დააარსა Reinforced Records-ის დახმარებით. 2014 წელს კი ლეიბლი AKO Beatz მოყვა, რომელიც ღია და ბიძგის მიმცემი იყო ახალბედა არტისტებისთვის რომლებიც დრამ ენ ბეის და ჯანგლ მუსიკას უკრავდნენ.

დოკუმენტურ ფილმში ლეგენდარული Goldie-ის გარდა ვიხილავთ Mantra, Double O, Decibella, Sheba Q, Sweetpea, King Britt-ს და სხვა მუსიკოსებს. ლეიბლის ისტორიის დოკუმენტირებაში დიჯეი სტრეჩს მუსიკალური ჟურნალისტი ვერიტი რაფაელიც ეხმარებოდა. საბოლოო მასალის რედაქტირებაზე კი ესთერ ვანიამა მუშაობდა, რომელსაც სასცენო სახელით N.E.GIRL ვიცნობთ.

ფილმის თრეილერი:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *