Sophie-ს სადებიუტო EP-ს Nothing More to Say შოტლანდიური ლეიბლი Huntleys + Palmers თავიდან გამოუშვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ლეიბლმა მას შემდეგ მიიღო, რაც Sophie-ს ტრაგიკული სიკვდილის შედეგად გადამყიდველებს შორის ვინილის ფასი ძალიან გაიზარდა. ლეიბლის აზრით, თავიდან გამოცემა Sophie-ს ფანებისთვის ვინილს ბევრად ხელმისაწვდომს გახდის. დამატებით კი ეს საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს, რადგან გაყიდვებით შემოსული თანხა შოტლანდიის ტრანსგენდერთა გაერთიანებას გადაერიცხება.
ლეიბლმა Nothing More to Say პირველად 2012 წელს, ჯერ კიდევ მაშინ გამოუშვა, როდესაც სოფი ყველასთვის ანონიმური იყო. იგი შეიცავდა ორ კომპოზიციას Nothing More To Say და Eeehhh, რომელთა საშუალებითაც შოტლანდიელი მუსიკოსი ეცადა თავი მსმენელისთვის გაეცნო. მოგვიანებით კი ის იქცა პროდუსერად, რომელსაც პოპის მომავალსა და იმედს უწოდებდნენ.