16-17 აპრილს, ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი, „Dancing On Architecture“, Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში 20 საათიანი მუსიკალურ მარათონითა და სოლიდარობის აქციით „Sounds Of Ukraine” გაერთიანდა. ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმო უკრაინულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.
გარდა მუსიკალური ნაწილისა, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში, CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi-ს მხარდაჭერით, გაიმართა ქართველი ვიზუალური ხელოვანების ( ნიკა მაჩაიძე, კოკა კიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, ანდრო ერაძე, ალექსი სოსელია, ელენე გაბრიჩიძე, ანკა ბოჭორიშვილი, სანდრო ფაჩუაშვილი, მარი ყალაბეგაშვილი, თამარ გიორგაძე, გიკო დადიანი, მიშიკო სულაკაური, თაკო რობაქიძე, ჯონ რიფენჰოფი, მარი აქუბარდია, გურამ საყვარელიძე, კოტე ჯინჭარაძე, გიორგი გელაძე, თამარ გურგენიძე, ნატა ვარაზი, მარიამ საკნელაშვილი, გიორგი მაჩაიძე) ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
მუტანტ რადიოსა და drip-ის გუნდთან ერთად, ჯამში საღამოდან შეგროვდა 3000₾, რომელიც სრულად გადაირიცა უკრაინაში, ომისგან დაზარალებულ ბავშვთა ფონდში Голоси дітей (https://voices.org.ua/)
უკრაინული ფოლკი [სელექტორი: ლიზი მახარაძე]
ტრადიციული ხალხური მუსიკა უკრაინელების ცხოვრება და სულია. სიმღერები მოგვითხრობს ამ ხალხის ისტორიაზე, მათ მახასიათებლებზე და თვისებებზე, ამ ტიპის საზოგადოების უპირატესობებსა და იმ ლანდშაფტზე, რომელშიც ეს ხალხი ცხოვრობს. ასევე საუბრობენ ეთიკასა და სოციალური ცხოვრების წესებზე. ეს სიმღერები არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე შემორჩა.
უკრაინული ჯაზი [ სელექტორი: თეა მიქელაძე ]
ცოტა კულტურამ თუ გაუძლო ცდუნებას, ჯაზი თავისი ტკივილის გამოსახატავ უნიკალურ ენად არ ექცია. გამონაკლისი არც უკრაინა ყოფილა. აქ ჯაზის ისტორია 1924 წელს ქალაქ ხარკოვში დაიწყო, როდესაც მუსიკისა და დრამის ინსტიტუტის სტუდენტმა, იულია მატუსმა, პირველი ჯაზ-ბენდი ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ჯაზი უკრაინის თითქმის ყველა ქალაქს მოედო, ვიდრე ჟდანოვის ეპოქამდე, როდესაც ჟანრი ანტი-დასავლური სენტიმენტების მსხვერპლი გახდა („დღეს უკრავს ჯაზს, ხვალ სამშობლოს უღალატებს“). მოგვიანებით, 60-იან წლებში უკრაინელმა ჯაზ-არტისტემბა კვლავ იწყეს გამოღვიძება, თუმცა ჯაზის სრული გათავისუფლება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას დაემთხვა.
ლვივის ჟღერადობები [ სელექტორი: სალომე ბერძენიშვილი]
რაც ლვივს სხვა ქალაქებისგან, ალბათ, გამოარჩევს, მუსიკის შექმნისას არსებული გულწრფელობა და მისწრაფებაა, შეიქმნას ისეთი კულტურული სივრცე, სადაც ხმები არსებობენ აქ და ახლა. ეს ჰედონიზმი, რომელიც ლვივის ანდერგრაუნდ სცენას თან სდევს, თითქოს ყველა ჟანრს ერწყმის. ინდუსტრიული 90-იანების ესთეტიკასთან ერთად, რაც ტექნოსა და ჰაუსს მოიცავს, ექსპერიმენტული მუსიკაც თანდათან ახალ მელოდიურ შრეებს უყრის საფუძველს.
სელექცია მოიცავს ლვივის მუსიკალური ენის ჟღერადობებს, რაც, ძირითადად, ამავე ქალაქის ელექტრონული მუსიკის სცენას ირეკლავს.
უკრაინული ელექტრონული მუსიკა [ სელექტორი: სალომე ვარდანაშვილი ]
80-90-იანების უკრაინული მუსიკა [ სელექტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი ]
სელექცია მოიცავს “პერესტროიკამდე” და შემდგომი პერიოდის უკრაინული მუსიკის სხვადასხვა სტილებსა და ჟანრებს.
კიევის ჟღერადობები [ სელექტორი: ხატია გოგრიჭიანი ]
ქალაქში, სადაც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მუსიკალურ ინდუსტრიაში განსხვავებული მოძრაობები და ჟღერადობებია. ჩემი კვლევის დროს აღმოვაჩინე, რომ კიევის ყველა მუსიკოსი უნიკალურია, ისინი გამოხატავენ თავიანთ ვნებებსა და ინდივიდუალურ ხასიათს სხვადასხვა ბგერებისა და სიტყვების საშუალებით. უფრო მეტიც, მუსიკას ირჩევენ რუსებთან საბრძოლველად. ჩემი სელექციის ზოგიერთი კომპოზიცია გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში; ასევე, ცნობილი მუსიკალური დარბაზებიდან შერჩეული ელექტრონული და ესტრადის არტისტების რამდენიმე ნამუშევარს.
ხარკივის ჟღერადობები [ სელექტორი: სალომე ოთარაშვილი ]
ხარკივი უკრაინის ინდუსტრიული, სამეცნიერო და კულტურული ცენტრია, რომელიც გაჯერებულია მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრებითა და ჟღერადობებით. საბჭოთა კავშირის კლანჭების მიუხედავად, ალტერნატიულმა და ავანგარდ მუსიკამ აყვავება დაიწყო ‘80-იანი წლების ბოლოს. აღსანიშნავია მოძრაობა “novaya scena”, რომელმაც განაპირობა დამოუკიდებელი მუსიკალური სცენის დაბადება და განსხვავებული მუსიკალური აზროვნების ჩამოყალიბება ახალ თაობებში. სელექციაში მოისმენთ ხარკივის მუსიკალური ჟღერადობების პატარა ნაწილს, რომელიც 80’იანი წლების კასეტებიდან ჩანაწერებსა და თანამედროვე მუსიკალურ კომპოზიციებს აერთიანებს.
2000-10 წლების უკრაინული მუსიკა [ სელექტორი: კატიშა დაშნიანი ]
არასდრო მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება უკრაინული მუსიკისთვის, თითქოს ის რაც ვიცოდი საკმარისი იყო. ომმა განსაკუთრებით დამანახა უკრაინელი ხალხის ტემპერამენტი. Როცა 2000-2010იანი წლების მუსიკის კვლევა დავიწყე გაოცებული დავრჩი. უამრავი ბენდი, დუო, პროდუსერი თუ დჯ აღმოვაჩინე, რომლებიც წარმოუდგენლად გემოვნებიან მუსიკას აკეთებნენ. Არჩევანის გაკეთება გამიჭირდა. Ამიტომ გადავწყვიტე ბენდებისა და დუოებისთვის დამეთმო უფრო მეტი ყურადღება. Ჩემი სიმპათია დაიმსახურა RIASNI DROVA დუომ ლვოვიდან.
დნიპროს ჟღერადობები [ სელექტორი: ნინუცა კახიანი ]
დნიპრო, „რაკეტების ქალაქი“, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ უკრაინის ისტორიული
ინდუსტრიული ცენტრია. ფაბრიკა-ქარხნებითა და სამრეწველო ინფრასტრუქტურით სავსე დნიპრო ევროპას დღემდე ამარაგებს მეტალით, მილსადენებითა და სხვადასხვა სამუშაო დანადგარებით. გარდა ამისა, ამჟამად სახელმწიფოს დაქვემდებარებული დნიპროს იუჟმაშის ქარხანა კოსმოსურ ტექნოლოგიაზე მუშაობს: უშვებს რაკეტებს, სატელიტებს, დრონებს. საბჭოთა ხელისუფლება ამავე ქარხანას საიდუმლო საბრძოლო იარაღის, ატომურ, ბალისტიკურ რაკეტების, კოსმოსური რაკეტებისა და სატელიტების შესაქმნელად იყენებდა. მოკლედ საიდუმლოებით მოცული ისტორიის მატარებელი დნიპრო Sci-fi-ს მოყვარულების საოცნებო ადგილია, თუმცა ის არანაკლებ საინტერესო შეიძლება იყოს ელექტრონული მუსიკის მსმენელთათვისაც. ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, მანქანიზირებული გარემო დნიპროში მეტად საინტერესო ანდერგრაუნდ სცენის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდა. სელექციაში დნიპროს ელექტრონულ მუსიკას გაეცნობით და მოუსმენთ ქალაქის ანდერგრაუნდ სცენის წამყვანი არტისტების: ევგენი ჰორდეიევის, მაქსიმ ანდრუხის, იური ბულიჩევის, რომან სლავკას მუსიკალურ პროექტებს.
უკრაინული ექსპერიმენტული მუსიკა [ სელექტორი: მარიამ ლეჟავა ]
აღმოსავლეთ ევროპაში ცოტა ქვეყანას თუ აქვს ექსპერიმენტული მუსიკის ისეთი მრავალფეროვანი გარემო, როგორც დღეს უკრაინას. მისი თანამედროვე მუსიკალური სცენა სავსეა მულტიდისციპლინარული არტისტებით, რომლებმაც თავიათი შემოქმედებით არამხოლოდ გააფართოვეს ჟანრის არეალი, არამედ თავადაც შეაყვარეს ეს მუსიკა უკრაინელ მსმენელს. აქ ხშირად იკვეთება აღმოსავლეთ ევროპისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ინტონაციები, რომლებიც დელიკატურად ერწყმის თანამედროვე და კონცეპტუალურ ჟღერადობებს.
რეკომენკლისდირებული ლეიბლები: Nexsoud, Muscot, Standard Deviationრეკომენდირებული მუსიკოსები: Nikolaienko, John Object, Kotra, Zavoloka და Katarina Gryvul.
უკრაინული ჰიპ-ჰოპი [ სელექტორი: მარიამ ტალიაშვილი ]
უკრაინული ჰიპ-ჰოპი ძალიან შორსაა ერთგვაროვნებისგან და მკვეთრად იცვლება
იმის მიხედვით, თუ რომელი პერიოდის ან არტისტის შემოქმედებას უსმენთ.
ჟანრის განვითარება აქ 90-იანი წლებიდან დაიწყო და სწორედ ჰიპ-ჰოპ ჯგუფები
იყვნენ ის წერტილები, რომლებიც იმდროინდელ უფერულ რეალობას ანათებდნენ.
ამიტომაც, უკრაინული ჰიპ-ჰოპი, ერთი მხრივ, პოსტ-საბჭოური გამოძახილია და
ბუნდოვნად ნაცნობ შეგრძნებას ტოვებს. მეორე მხრივ კი, იამაიკური რეგით და
უკრაინული ფოლკითაა შთაგონებული, რაც მის ჟღერადობას ყველა სხვა ჰიპ-ჰოპ
სცენისაგან განასხვავებს.
უკრაინული ჰიპ-ჰოპ კულტურის ძირითად ცენტრებად ხარკივი და ლვივი
მიიჩნევა.
უკრაინული საცეკვაო მუსიკა [ სელექტორი: ქუჯი ტაბაღუა ]
სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მსგავსად, უკრაინაში დიდი გავლენა იქონია საცეკვაო ელექტრონულმა მუსიკამ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად დაიწყო ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა საზოგადოებამ აიტაცა ის. არა ერთი უკრაინელი არტისტის მუსიკა მოხვდა უცხოურ პოპულარულ ლეიბლებზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში კიევს ადარებდნენ ბერლინს, სწორედ იმ საცეკვაო მუსიკის სიყვარულის და სიტუაციის გამო, რაც ამ ორ ქალაქს აქვს საერთო.
უკრაინული კლასიკური მუსიკა [ სელექტორი: ანა ვაშაყმაძე ]
უკრაინული ინდი მუსიკა [ სელექტორი: გვანცა უთურაშვილი ]
უკრაინული მეტალი [ სელექტორი: ეკატერინა ხარბედია ]
60-70-იანების უკრაინული მუსიკა [ სელექტორი: ნინო დავაძე ]
უკრაინული როკ მუსიკა [ სელექტორი: აჩიკო ბეჟანიძე ]
უკრაინული RnB და სოული [ სელექტორი: მარიტა გულიაშვილი ]
ოდესას ჟღერადობები [ სელექტორი: ნასტია სართანია ]
Strange Sounds of Ukraine [ სელექტორი: ჯაბა შავიშვილი ]