29 ოქტომბერს, ჰელოუინის ღამეს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, ტრადიციულად HOROOM NIGHTS კოსტიუმირებული წვეულება გაიმართება, სადაც მუსიკალურ ნაწილთან ერთად, წარმოდგენილი იქნება არტისტული პერფორმანსები.

განსაკუთრებული ცოცხალი მუსიკალური შესრულებთ წარდგება პოსტ პანკ ჯგუფი ქუთაისიდან – SKAZZ.

ჯგუფის რიგით მეორე ალბომი MEMORIAL, რომელიც სოციო-პოლიტიკური მესიჯებითაა გაჯერებული,14 ოქტომბერს Bloom Music-ზე გამოიცა და Spotify-სა და Bandcamp-ზეა ხელმისაწვდომი.

Memorial-ის უფრო ვრცელ რეცენზიას შეგიძლიათ ცა-ზე გაეცნოთ, რომელზეც ჩვენი კოლექტივის წევრმა-ეკატერინე ხარბედიამ იმუშავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *