ქართული პოპულარული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ/ელექტრონიკ-როკ ჯგუფი Killages ახალ ალობმზე მუშაობს. ჯგუფმა პირველი ალბომი „Original Brothers” 2019 წელს გამოუშვა, ახალ ალბომს კი მსმენელი უახლოეს მომავალში უნდა ელოდოს.

„ჩვენი პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მცირედით გადახალისდა ჯგუფის შემადგენლობა, ჩვენც გამოცდილება მოგვემატა და რაც მთავარია ბევრად დავხვეწეთ მუსიკაზე მუშაობის პროცესი. ამ დროის განმავლობაში უამრავ კონცერტსა თუ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა სადაც მუდამ ვგრძნობდით მსმენელისგან მხარდაჭერას და სიყვარულს. ჩვენი ახალი ალბომიც სწორედ ამ პროცესების და ჩვენს ირგვლივ არსებული გამოწვევების შედეგია. ალბომის ჩაწერაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ რომ მსმენელის მოლოდინსაც გავამართლებთ“- აღნიშნავენ ჯგუფის წევრები.

Killages ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. 7 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ჯგუფმა ჟღერადობის მხრივ რამდენიმე ცვლილება განიცადა – თუ თავდაპირველად პოპის, როკის, ფანკისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმას ცდილობდნენ – დღეს მათი ჟღერადობა ძირითადად ელექტრონული მუსიკისა და ინგლისურ ენაზე დაწერილ ჰიპ-ჰოპის საინტერესო სინთეზს აერთანებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *