3 დეკემბერს ამერიკელმა ბას გიტარისტმა Thundercat ახალი სინგლი „Satellite“ გაავრცელა, რომელიც HBO-ს სერიალის „Insecure“ მე-5 სეზონის საუნდტრეკის ნაწილია.

„Satellite“ ნელი და ემოციური სიმღერაა, რომელზეც Thundercat-მა მუსიკოსებთან Louis Cole და Genevieve Artadi ერთად იმუშავა. სიმღერაში Thundercat-ის ბასის სადა და მარტივი ჟღერადობა Cole-ს ნელ და დაბალანსებულ დრამის ბითს მიჰყვება.

მოისმინეთ სიმღერა:

სტივენ ლი ბრუნერი, სასცენო სახელით Thundercat ამერიკელი ბას გიტარისტი, მომღერალი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ფანკის, არენბი, სოულისა და ელექტრონული მუსიკის ჟღერადობა. მას გამოცემული აქვს 4 სტუდიური ალბომი, რომელთაგან ბოლო „It Is What It Is“ 2020 წელს გამოვიდა და გრემის ჯილდო „საუკეთესო პროგრესული არენბი ალბომი“ მოიპოვა. ბრუნერი ასევე ცნობილია Flying Lotus-თან და Kendrick Lamar-თან კოლაბორაციებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *